განახლებული ,,სტაფილოს ნამცხვარი"

23 ოქტ 2020 |

არ გაატაროთ შემოდგომა სტაფილოს ნამცხვრის მომზადების გარეშე - ეს ჩვენი რჩევაა იქნება! მიუხედავად იმისა, რომ შარშან შემოგთავაზეთ ამ უგემრიელესი დესერტის რეცეპტი, წელს მის განახლებულ ვერსიას წარმოგიდგენთ: კიდევ უფრო ნესტიანს, ცოტა მძიმეს და რა თქმა უნდა გემრიელს. ტრადიციული კექსების მომზადება ჩვენც ძალიან გვიყვარს, მაგრამ გახეხილი სტაფილოს დამატებით კიდევ უფრო საინტერესო არომატს იპოვით და ვინ იცის, შესაძლოა ეს ნამცხვარი თქვენი და თქვენი ოჯახის განუყოფელ ნაწილადაც გადაიქცეს.


ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

აიღეთ დიდი ზომის ჯამი და პირველ რიგში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ვანილის ექსტრაქტი, 3 კვერცხი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ბანანი და ყავისფერი შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ახლა კი არაჟანის და სოდა/ძმარის დროა! ისინიც კარგად შეათქვიფეთ.


მეორე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, სუნელები, გამაფხვიერებელი და დაუმატეთ სველი ინგრედიენტების ჯამს. რამდენიმე წამში მიიღებთ ცომის მასას. ამის შემდეგ დროა ჩააყაროთ ნიგოზი და ქიშმიში და გადაიტანოთ საცხობ ფორმაში. მოასხით ფორმას კანოლა სპრეი ზეთი ან გამოიყენეთ ცხიმი, ან პერგამენტის კარაქი რომ არ მიიწვას.


180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ დაახლოებით 1 საათი.


შეგილიათ მიირთვათ კრემით ან კრემის გარეშე - თქვენი არჩევანია, თუმცა კრემი კიდევ უფრო აგემრიელებს.


კრემის მოსამზადებლად მიქსერით შეათქვიფეთ კრემ-ყველი, ნეკერჩხლის სიროფი (ან შაქრის პიუდრა) და ვანილი ერთმანეთში და მოათავსეთ გაციებული სტაფილოს ნამცხვრის ზედაპირზე!


გემრიელი შემოდგომა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.